LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუმურდოში სპეცრაზმთან დაპირისპირებისას დაკავებულებს გაათავისუფლებენ

119

ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში მომხდარი დაპირისპირების შესახებ რამდენიმე დეტალი გახდა ცნობილი. ადგილობრივი სომეხი ეროვნების მოსახლეობა ტაძრის რესტავრაციას ეწინააღმდეგება. ქვაჯვრების დადგმის მიზნით, კი მათ  მე-10 საუკუნის ტაძრის ეზოში შესვლა სცადეს და პოლიციას ქვები ესროლეს. სპეცრაზმთან დაპირისპირების დროს სოფლის ორი მცხოვრები დააკავეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის და მოსახლოების შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ დაკავებულ ორ ადგილობრივს გაათავისუფლებენ, ეკლესიის ტეროტორიაზე ჯვრების დადგმის საკითხს კი სასულიერო პირები შეისწავლიან.