LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუნგ-ფუ ფეხბურთში: როგორ ურტყამენ ფეხბურთში კარატეს სტილში (ფოტოები)

86

რუსეთში მიმდინარე კონფედერაციის თასზე მასპინძელი გუნდის მეკარის იგორ აკინფეევის ეპიკურმა შეცდომამ ფეხბურთის ისტორიაში კუნგ-ფუს სტილში კლასიკური დარტყმების გახსენების საბაბი მისცა.

 

იგორ აკინფეევმა მექსიკელი ირვინგ ლოსანო არ დაინდო, თუმცა გოლი მაინც გაუშვა.

 

2010 წლის მუნდიალის ფინალის ცნობილი კადრი. ჰოლანდიელი ნაიჯელ დე იონგი ჩაბი ალონსოს თიშავს. ჰოლანდიელმა მხოლოდ ყვითელი მიიღო. მსაჯმა მოგვიანებით შეცდომა აღიარა.

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ყმაწვილობისას ტაეკვანდოთი იყო დაკავებული და ეს ხშირად დახმარებია მოედანზე. საფრანგეთის ჩემპიონატში, „სენტ ეტიენის“ წინააღმდეგ მას სტეფან რიუფე შემოელახა და წითელი ბარათიც დაიმსახურა.

 

„ევერტონის“ ამჟამინდელ მცველ რამირო მორის „რივერ პლეიტში“ თამაშისას აი ასეთების კეთებაც შეეძლო. „ბოკასთან“ მთავარ დერბიში.

 

ერთი წლის წინ „უემბლიზე“ ამხანაგურ მატჩში ბრუნუ ალვეში ჰარი კეინს მოედნის ცენტრში ასე შეხვდა. პირდაპირ წითელი.

 

ბრაზილიის ჩემპიონატშიც აკეთებენ ასე.

 

ისევ სამხრეთ აფრიკის მუნდიალი, ჰოლანდია-ურუგვაის ნახევარფინალი. მარტინ კასერესმა დემი დე ზეუვს კბილი ჩაუტეხა და ყვითელი ბარათი მიიღო.

 

ჩემპიონთა ლიგა-2015/16, ჩელსი-პსჟ. ტიაგო მოტამ და სესკ ფაბრეგასმა თავაზიანობა გაცვალეს.

 

ერიკ კანტონას აი ის ცნობილი დარტყმა. ვისაც უნახავს, არც დაავიწყდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები