LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კურიერისა“ და „ქრონიკის“ რეიტინგები ერთმანეთს გაუტოლდა

204

არავისთვისაა უცხო, რომ ქართულ მედიაბაზარზე ორი მსხვილი კონკურენტი ტელევიზიაა, „რუსთავი 2“ და „იმედი“. მათი მთავარი საინფორმაციო გამოშვებებია „კურიერი“ და „ქრონიკა“.

ახლახან ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა რეიტინგი გასული კვირის, სადაც პირველ ათეულში ამ ტელეკომპანიის ტოპგადაცემები მოხვდა, მათ შორის „იქს ფაქტორი“, რომელიც პირველ ადგილზეა 22,95%-ით, მეორე პოზიციაზეა „პროფილი“ – 17,27%-ით. მე-9 ადგილს იკავებს ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ 14,15%-ით.

მე-12 და მე-13 პოზიციებს კი აღნიშნულ რეიტინგში ინაწილებენ 9-საათიანი „კურიერი“ და 8-საათიანი „ქრონიკა“, მათ რეიტინგებს შორის განსხვავება მინიმალურია – „კურიერი“ (12,77%), „ქრონიკა“ (12,63%).

აღსანიშნავია, რომ მედიაბაზარზე ამჟამად რეიტინგების ორი მთვლელია. ერთი გახლავთ „თი ვი ემ არ ჯორჯია“, რომელიც 2016 წლამდე ერთადერთი მთვლელი კომპანია გახლდათ, 2016 წლის პირველი იანვრიდან კი „ტრი მედია ინტელიჯენსმა“ დაიწყო ოპერირება. შესაბამისად, არსებობს ორი რეიტინგი, „რუსთავი 2“, „კომედი არხი“ და „მარაო“ პირველი მთვლელის მონაცემებით სარგებლობენ, „იმედი“ – მეორეთი. ჯერჯერობით უცნობია, როგორია მეორე მთვლელის მონაცემები „კურიერსა“ და „ქრონიკასთან“ დაკავშირებით, პირველი კი დღეს ნანუკა ჟორჟოლიანი გაასაჯაროვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები