LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურიოზულია ეპითეტები და სიტყვები, რასაც გიორგი მარგველაშვილი იყენებს – გია ვოლსკი

126

პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, კურიოზულია ეპითეტები და სიტყვები, რასაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყენებს.

გია ვოლსკიმ „ქართულ ოცნებასთან“  დაკავშირებით პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებაზე აღნიშნა, რომ პირადი ახირება არ არის, საზოგადოებამ იცოდეს, რას აპირებს გიორგი მარგველაშვილი.

„კურიოზულია ის ეპითეტები და სიტყვები, რასაც იყენებს. არ ვიცი, რას აპირებს და განწყობილი არ ვარ, რომ ყოველთვის კრიტიკული შეფასება გავაკეთო, მაგრამ მართლა კურიოზული და კომიკური გახდა ის ყველაფერი, რასაც ბოლო პერიოდში ამბობს. სერიოზულობაა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ ვადის ამოწურვამდე ცოტა დრო დარჩა. პირადი ახირება არ არის, ვიცოდეთ, რას აპირებს. რაც უფრო მეტი გაირკვევა, მით ნაკლები დაძაბულობა იქნება საზოგადოებაში. არანაირი პირადი არ მაკავშირებს არც მარგველაშვილთან და არც ოპონენტებთან,“ – აღნიშნავს ვოლსკი.

კანონმდებელი საპრეზიდენტო არჩევნების 28 ოქტომბერს დანიშვნასაც აფასებს და აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, ადრე დანიშნულიყო, მაგრამ თარიღი ოპტიმალურია და კანდიდატებმა საკუთარი თავის წარმოჩენა უნდა მოახერხონ.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, წინასაარჩევნო კურიოზია, რომ „ქართული ოცნება“ უპარტიო კანდიდატს ასახელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები