LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტ გოდერძიზე 30-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

116

კურორტ „გოდერძზე“ ახალი სასტუმროს მშენებლობა იწყება. მშენებლობას საფუძველი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ჩაუყარა. სიმბოლური კაფსულა მან ხულოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბესიკ ბაუჩაძესთან ერთად ჩაუშვა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სასტუმროს დეველოპერული კომპანია “აისი” აშენებს. 4-სართულიან შენობაში 30-ნომრიანი სასტუმრო და რესტორანი განთავსდება. აქვე საკონფერენციო დარბაზი, მცირე აუზი, საუნა, საბილიარდე და თხილამურების შესანახი სივრცე მოეწყობა. აღნიშნულ პროექტში განხორციელდება 2 მილიონი ლარის ინვესტიცია. ერთი სართული სრულად დაეთომობა რესტორანს. სასტუმროში მოეწყობა ლიფტი.

ამჟამად მშენებლობაზე დასაქმებულია 15 ადამიანი. უახლოეს პერიოდში იგეგემება კიდევ 10 ადამიანის დამატება. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი მას 15 ადამიანი მოემსახურება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები