LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტ “გოდერძიზე“ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მოეწყობა

150

კურორტ “გოდერძიზე“ მიმდინარე წლის ბოლომდე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოწყობა იგეგმება, საიდანაც სამომავლოდ, ზამთრის სეზონზე რეგულარული ფრენები შესრულდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, მომდევნო ტურისტულ სეზონზე კურორტზე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი უკვე მზად იქნება, რადგანაც კურორტ “გოდერძის“ მიმართულებით ფრენების განხორციელებაზე მზარდი მოთხოვნაა.

საფრენ-დასაფრენი ბილიკის ტერიტორია უკვე შერჩეულია, ხოლო მშენებლობაზე მოლაპარაკებებს ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან ვაწარმოებთ, რომელიც აღნიშნული ბილიკის მშენებლობის ვალდებულებასა და კომპანიების მოზიდვაზე, ან თავად ვერტმფრენების შემოყვანაზე იქნება პასუხისმგებელი. ასევე შესაძლებელია აღნიშნული პროექტი სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდეს და ამ ეტაპზე სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია მიმდინარე წლის ბოლომდე კურორტ “გოდერძიზე“ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოწყობა დასრულდეს” – აღნიშნა ბოლქვაძე.

მინისტრი ამბობს, რომ კურორტით ბევრი ექსტრემალი ტურისტია დაინტერესებული და ეს ინტერესი დღითი-დღე იზრდება. 

„წელს წინა წელთან შედარებით 30%-ით არის გაზრდილია კურორტზე ვიზიტორთა რაოდენობა.  წელს ტურისტების მზარდი დაინტერესების გამო, კერძო კომპანიები თავად ქირაობდნენ ვერტმფრენებს, რათა კურორტზე ტურისტები შემოეყვანათ. მაგალითად ერთ-ერთმა გერმანულმა კომპანიამ ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულების ჩამოსაყვანად რამდენიმე რეისი განახორციელა. მინდა აღვნიშნო, რომ კურორტზე ტურისტულთან ერთად, ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს საინვესტიციო პროცესები. კურორტი „გოდერძი“ ერთადერთი სამთო-სათხილამურო კურორტია საქართველოში, რომლის განვითარება განაშენიანების რეგულირების გეგმით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დაახლოებით 100 მლნ ლარის მოცულობის 10 საინვესტიციო პროექტი უკვე ხორციელდება“-აცხადებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები