LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტ ”გოდერძიზე” მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ განცხადება ვრცელდება

47

”მთის კურორტების განვითარების კომპანია“ კურორტ ”გოდერძიზე” მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს.  1-ელ იანვარს კურორტზე მომხდარ უბედური შემთხვევის დროს 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
”მას დაეჯახა უკნიდან მომავალი არასრულწლოვანი მოთხილამურე, შემთხვევის დღეს გონდოლას სათხილამურო გზაზე, სადაც თემურ გაბაიძე და 500-მდე მოთხილამურე იმყოფებოდა, სრიალი იყო დასაშვები. დაბალი ხილვადობა მხოლოდ მეორე საბაგიროზე იყო, რომელიც უსაფრთხოების მიზნით არ ფუნქციონირებდა.
დაშავებულმა თავის არეში თხილამურით დაზიანება მიიღო. სამაშველო სამსახურმა და მოთხილამურე პატრულმა მომხდარზე დაუყოვნებელი რეაგირება მოხდინეს. შეჯახება მოხდა 14:05 წუთზე, სასრიალო ტრასიდან კი დაზარალებულის ჩამოყვანა პირველადი დახმარების პუნქტამდე 14:09 წუთზე განხორციელდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს თავის ინტრაკრანიალური ტრავმა და ღია ჭრილობა აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალმა დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწია და 17:10 საათზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა პაციენტის უსაფრთხო ტრანსპორტირება ხულოს რაიონულ საავადმყოფოში განახორციელა. პაციენტი სსდ ეკიპაჟმა ხულოს რაიონულ საავადმყოფოში 19:00 საათზე შეიყვანა. ექიმების მიერ თემურ გაბაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ გადაწყდა დაშავებულის ბათუმში გადაყვანა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს რაიონულმა საავადმყოფომ კატასტროფის ბრიგადის გამოძახების თაობაზე განაცხადი 19:05 საათზე გააკეთა. ბრიგადა ბათუმიდან გავიდა 19:10 საათზე, ადგილზე მივიდა 21:00 საათზე, რის შემდეგაც პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში (ევექსი) გადაიყვანეს. ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე დაშავებულს თან ახლდა მისი მეუღლე.
სამწუხაროდ, 12 დღიანი მკურნალობის შემდეგ თემურ გაბაიძე 13 იანვარს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-მე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
„მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ღრმა მწუხარებას გამოხატავს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები