LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტი ახტალა ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდა

50

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე რეკრეაციული, საკურორტო კომპლექსი – სს „კურორტი ახტალა“3 760 000 ლარად გაყიდა. კურორტი შპს  „გლობალ ვიქთორიჯეორჯიამ“ შეიძინა.

საპრივატიზებო პირობის მიხედვით მყიდველმა უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 12 000 000 ლარის ინვესტიცია და 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის მოწყობა, რომელიც უნდა მოიცავდეს ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებს, რესტორნებს, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ ცენტრს, ასევე, სულ მცირე 50 ავტომობილზე გათვლის ავტოსადგომს. ამავე დროს, მყიდველმა სასტუმრო– კომპლექსში უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 50 ადამიანის დასაქმება და კურორტზე დასაქმებულთა 80%–თან, მათივე თანხმობის შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება.

შეგახსენებთ, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ეს უკვე რიგით მეოცე გაყიდული ობიექტია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჯამში გაყიდულია 57 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 121 მილიონზე მეტს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები