LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურსი, რომლის გავლაც გარანტირებულად დაგასაქმებთ – რას გთავაზობთ TecHub

326

პირველად საქართველოში პროგრამისტების გადამზადების უპრეცედენტო კურსი იწყება. ტრენინგები ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის მიერ ფინანსდება.

ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის მენეჯერის, ზურაბ პერტაიას განმარტებით, პროექტის მიზანია მოტივირებული ახალგაზრდების გადამზადება და მათთვის ახალი პროფესიის მიცემა.

”ამასთან, გვინდა რომ მივცეთ მათ გარანტირებული მაღალანაზღაურებადი სამსახური და ჩავრთოთ საერთაშორისო პროექტებში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ კურსი სრულად დაფინანსებულია. მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს მაღალი მოტივაცია, მიუხედავად გამოცდილებისა და პროფესიისა. პროგრამა მოიცავს  6 თვიან,  500 საათიან ინტენსიურ კურსს. კურსები შედგენილია ისრაელის IT სპეციალისტების მიერ. ამ ეტაპზე გამოცხადებული გვაქვს ფრონტ-ენდ დეველოპერის კურსი, რაც ვებ-გვერდის შექმნას და დამუშავებას გულისხმობს”, – აღნიშნა ზურაბ პერტაიამ.

მისივე ინფორმაციით, კურსზე დასასწრებად მსურველებმა რამდენიმე ეტაპი უნდა გაიარონ. პირველი – მათ უნდა შევასონ აპლიკაცია ვებ-გვერდზე techub.ge. აპლიკაციების შევსება უკვე დაწყებულია და მარტის ბოლომდე გაგრძელდება. სწორედ ამ აპლიკაციების შედეგად შეირჩევა გარკვეული კანდიდატები. მეორე ეტაპზე ამ კანდიდატებს ტესტირება ჩაუტარდებათ. მესამე, ანუ ბოლო საფეხური კი გასაუბრებას გულისხმობს.

როგორც ზურაბ პერტაია ამბობს, ჯამში 30 კანდიდატი შეირჩევა, რომლებიც კურსის დასრულების შემდეგ, გარანტირებულად დასაქმდებიან. გადამზადებული პროგრამისტები იმუშავებენ ისრაელის ტექნოლოგიურ ჰაბშივე, საერთაშორისო პროექტებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები