LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუს ტბა, ლისის ტბა და თბილისის ზღვა დაბინძურებული არ არის – გარემოს ეროვნული სააგენტო

855

კუს ტბის, ლისის ტბისა და თბილისის ზღვის სინჯებში  მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირებულა, ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ლისის ტბის, კუს ტბისა და თბილისის ზღვის წყლის ხარისხის კვლევას ახორციელებენ. აღებულ სინჯებში განისაზღვრა  ქიმიური და მიკრობიოლოგიური კომპონენტები, გარდა დაავადებათა გამომწვევი მაჩვენებლებისა, რომელთა კვლევა არ შედის სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში.

მაისის თვეში თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე სინჯების აღება საბანაო ზონის თითო წერტილში  განხორციელდა. ჩატარებული ანალიზების შედეგების მიხედვით განსაზღვრული 23 ქიმიური და 3 მიკრობიოლოგიური ინგრედიენტების კონცენტ­რაციებიდან ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობას მხოლოდ ლისის ტბაში აღემატებოდა , რაც ამ ტბის ფონურ შემცვე­ლ­ობად შეიძლება ჩაითვალოს.

მაისის თვეში ჩატარებული კვლევების მიხედვით კუს ტბის, ლისის ტბისა და თბილისის ზღვის სინჯებში  მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები