LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუს ტბის შევსებისთვის ალტერნატიული წყაროების მოძიება იგეგმება

86

კუს ტბის შევსებისთვის ალტერნატიული წყაროების მოძიება იგეგმება. ამ მიზნით კვლევის ჩატარებაზე თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 80 ათასი ლარია.

გამარჯვებულმა კომპანიამ კუს ტბის და მიმდებარე ტერიტორიის გეოეკოლოგიური კვლევა უნდა ჩატაროს, წყალმომარაგების დეფიციტის შევსების ალტერნატიული წყაროები მოიძიოს და ამ წყაროდან წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოს საპროექტო დოკუმენტაცია შეადგინოს.

იგეგმება კუს ტბის წყლის ბალანსის შედგენა, ტბის შემოგარენის და ვარაზისხევის წყალშემკრები აუზის გეოლოგიურ-გეოდინამიკური და ჰიდროგეოლოგიური რეკოგნოსცირება; კუს ტბაში გრუნტის წყლების ხარჯზე წყლის დეფიციტის აღმოფხვრის შესაძლებლობის შეფასება; წყლის დეფიციტის შესაძლო გეოლოგიური ანთროპოგენური მიზეზების წარსულში არსებული წყალმომარაგების სისტემების აღდგენის მიზანშეწონილობის შეფასება.

განიხილება საპროექტო წინადადებები მდინარე ვერედან, ლეღვთახევიდან ან/და სხვა წყაროდან წყალსადენების გაყვანის შესაძლებლობაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები