LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვადრატული მეტრი 6500 დოლარად – ყოფილი ფოსტის შენობა გაიყიდა

102

უპრეცედენტოდ მაღალი კონკურენციის პირობებში, თბილისში, ლესელიძის ქუჩა N55-ში მდებარე 137კვ.მ. სახელმწიფო ქონება (ყოფილი ფოსტის შენობა) 2 222 000 ლარად გაიყიდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა 20-მა მომხმარებელმა მიიღო და გამარჯვებული დაძაბული ვაჭრობის შედეგად 936 ბიჯის შემდეგ გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ ქონების საწყისი ღირებულება 350 000 ლარს შეადგენდა.

სააგენტოს ცნობითვე, ყოფილი ფოსტის შენობა შპს ”ოთხი ჯგუფმა” შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ერთ კვადრატულ მეტრში კომპანიას საკმაოდ ძვირი, 6500 დოლარის გადახდა მოუწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები