LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვერცხების სკანდალმა 10 ათასიან ომლეტს ხელი ვერ შეუშალა

32

ბელგიელებმა ომლეტის მოსამზადებლად 10 ათასი კვერცხი გამოიყენეს. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი მალმედი ტრადიციას არ ღალატობს და მსოფლიოში ყველაზე დიდი ომლეტი კიდევ ერთხელ შეიწვა. კულინარიული დღესასწაული ქალაქში უკვე 22-ე წელია ტარდება და მას ყოველწლიურად ასობით ადამიანი უერთდება.

აღსანიშნვია, რომ კერძის მოსამზადებლად კვერცხის გარდა ასევე 25 კგ. ბეკონი, 8 კილოგრამამდე სანელებლები და 4 კგ. მწვანილი გამოიყენეს.

საბედნიეროდ, „კვერცხების სკანდალი“, რომელმაც თითქმის მთელი ევროპა მოიცვა – მალმედის დღესასწაულზე არ ასახულა. უგემრიელესი ომლეტი წარმატებით მომზადდა და მისი დაგემოვნება ყველა მსურველს სრულიად უფასოდ შეეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები