LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვიპროსზე მოგზაურობის შვიდი მიზეზი

266

ხმელთაშუა ზღვა, პლაჟი და ოქროსფერი ქვიშა, საზღვაო კრუიზები, ულამაზესი ხედები და ახალი გასტრონომიული შთაბეჭდილებები – კვიპროსი მართლაც მშვენიერი ადგილია ხავერდის სეზონზე შვებულების მოსაწყობად.

ასპროკრემოსის სანაპირო – სწორედ კვიპროსზეა ხმელთაშუა ზღვის ყველაზე სუფთა და კეთილმოწყობილი პლაჟი, საიდანაც არაჩვეულებრივი საზღვოო პანორამა იშლება, ოდნავ მოშორებით, ნაპირის გაყოლებაზე კი, ნაციონალური პარკი აკამასი – იშვიათი მცენარეებისა და ცხოველების ნაკრძალი გელით თავისი მღვიმეებითა და გამოქვაბულებით.

დაივინგი – აკამასი – საუკეთესოა ადგილია დაივინგისთვის, რადგან პარკმა დიდი ხანია გაითქვა სახელი თავისი მშვიდი და სუფთა წყლით. ახალბედებს სასტუმრო Anassa-ში ვურჩევთ დაბინავებას, სადაც გამოცდილი ინსტრუქტორი ყვინთვასაც გასწავლით და ყველა “წყალქვეშა საიდუმლოსაც” გაგიმხელთ.

ექსტრიმი აფრიანი ნავით – აფრიანი ნავით ცურვას სულ რაღაც სამ საათში გასწავლით სტაჟიანი მწვრთნელი, რომელიც ჯერ თეორიულად აგიხსნით, მერე პრაქტიკულად გაჩვენებთ მართვის საკმაოდ რთულ ტექნიკას და სურვილის შემთხვევაში თქვენთან ერთადაც გაემგზავრება თავშესაქცევ საზღვაო მოგზაურობაში.

კრუიზი საუზმესთან ერთად – დღის საინტერესოდ დაწყების საუკეთესო ვარიანტი – იახტის დაქირავება და ულამაზესი ლურჯი ლაგუნას ფონზე მსუბუქი საუზმის მირთმევაა, საღამო კი, სანაპიროზე შეგიძლიათ გაატაროთ, სადაც შამპანურის ბოკალით ხელში მზეს ჩააცილებთ ზღვაში.

ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო – კვიპროსული სამზარეულოს დაგემოვნება ცნობილ რესტორანში Pelagos-ში შეგიძლიათ, სადაც ზღვის პროდუქტს, უამრავ სალათსა და პასტას შემოგთავაზებენ, სურვილის შემთხვევაში კი, ნებისმიერ კერძს ვულკანური ქვის გრილზე მოგიმზადებენ. თუ აზიური კულინარია გიტაცებთ,  რესტორან Basiliko-ს ეწვიეთ, სადაც რომანტიკულ ვახშამსაც სიამოვნებით მოგიწყობენ.

SPA – Thalassa Spa– ჯანმრთელობის და სილამაზის ცენტრია, სადაც საკუთარ თავზე გამოცდით წყალმცენარეებისგან დამზადებულ ნატურალურ კოსმეტიკას და საჭირო კონსულტაციასაც მიიღებთ პროფესიონალებისგან. მათ, ვისაც ჩვეული სილამაზის დაბრუნება სურს, 18 საპროცედურო კაბინეტი და აუზი ჰიდრომასაჟით, ფიტნესკლუბი, ტრენაჟორების დარბაზი და სილამაზის სალონი ელის.

ბარი Meltemi – ბარი, რომელმაც თავისი გამაგრილებელი სასმელებით, ნაყინითა და ორიგინალური კოქტეილებით გაითქვა სახელი, აუზთანაა მოწყობილი, რაც პირველ რიგში მათ გაახარებს, ვისაც ჰოლივუდური ფილმების პერსონაჟების მსგავსად აუზში მოსწონს კოქტეილების წრუპვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები