LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირიკაშვილი ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს

93

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ მათთვის თანაბარი პირობებისა და განვითარებისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს.

 

“სასიხარულოა, რომ ყოველკვირეულ სპორტულ აქტივობებში ჩართულ ბავშვთა რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა და 15 ათასს მიაღწია.

ჩვენ ასევე განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რათა ზამთრის პერიოდში, ზამთრის სპორტის სახეობებში მაქსიმალურად ბევრი ბავშვი იყოს ჩართული. ამისთვის გავაკეთეთ არდადეგების მცოცავი გრაფიკი, ასევე, სახელმწიფო აფინანსებს და სუბსიდირებას უკეთებს სპორტული სკოლების ფუნქციონირებას ზამთრის პერიოდში. ზაფხულისთვის გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები ბანაკებთან დაკავშირებით. ბანაკების აქტივობებში მონაწილე ბავშვების რაოდენობა ძალიან გაიზრდება და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსიც მნიშვნელოვნად გაზრდილია.

ასევე გაგრძელდება სოფლად მცირე სკოლების მხარდაჭერის პროგრამა და რეგიონებში, სკოლებთან დაშორებული სოფლებიდან ბავშვების ტრანსპორტირება,” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პოპულალურები