LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირიკაშვილი საქართველოს ელჩებს მადლობას უხდის

40

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მოქნილი და სწრაფად ცვალებადი, საერთაშორისო ვითარებაზე ადაპტირებადი დიპლომატია აქვს და ეს წარმატების მთავარი საწინდარია. პრემიერ-მინისტრმა ამბასადორიალი 2016-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ღონისძიება ხელისუფლებას და დიპლომატიურ კორპუსს აძლევს უნიკალურ შესაძლობლობას, ერთად შეაჯამონ გასული წლის საქმიანობა და იმსჯელონ სამომავლო გეგმებზე.

”ჩვენ შარშან ამ ფორმატში დავსახეთ სხვადასხვა პრიორიტეტი და შესაბამისი ქმედებები, რომლის დიდი ნაწილიც წარმატებით განხორციელდა ერთობლივი ძალისხმევით. ყველანი ვაცნობიერებთ, თუ რა სირთულის ტენდენციებს აქვს ადგილი მსოფლიო პოლიტიკაში და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო. ამ ფონზე ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გააზრებული, მოქნილი და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო ვითარებაზე ადაპტირებადი დიპლომატია გახლავთ. ის, რომ დღეს საქართველოში მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობებია, ქვეყანა განუხრელად მიუყვება ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას და ახორციელებს მნიშვნელოვან დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს, გახლავთ, რა თქმა უნდა, ქართული დიპლომატიის, პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ერთ-ერთი გამოხატულება. ამისთვის, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს მთავრობის სახელით და კიდევ უფრო წარმატებული საქმიანობა გისურვოთ მომავალში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები