LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირიკაშვილის განცხადება, რომელიც რთულ მომენტში გაკეთდა, რუსეთისგან გონივრულ ნაბიჯებს მოითხოვს – იანოშ ჰერმანი

83

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი, რუსეთის ხელისუფლებისადმი პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას ეხმაურება.

„გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადება, რომელიც რთულ მომენტში გაკეთდა, მოითხოვს რუსეთის მხრიდან, რუსეთთან ერთად გონივრულ ნაბიჯებს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მეტ ჩართულობას. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში შემდგომ კომპლექსურ დიალოგს. ევროკავშირის არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკა გრძელდება,“ – დაწერა იანოშ ჰერმანმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხზე 9 მარტს მორიგი განცხადება გაავრცელა.

მთავრობის მეთაურმა რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართა და სთხოვა, „დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადადგან ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები