LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირიკაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამო, თუ რა დღე დაატეხა ქვეყანას – ნიკა მელია

22

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი კვირიკაშვილს, პასუხობს. მელიას თქმით, კვირიკაშვილი არა მის სიტყვებზე, არამედ იმაზე გაღიზიანდა, რომ მას ოპოზიციის მიერ დასმულ მწვავე კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა.

ბატონმა კვირიკაშვილმა საზოგადოებას ბოდიში იმის გამო კი არ უნდა მოუხადოს, რაც მან იკადრა, არამედ იმაზე, თუ რა დღე დაატეხა ქვეყანას, უკანასკნელი წლების განმავლობაში მისმა გუნდმა და ბოლო ორი წლის განმავლობაში უშუალოდ მან, როგორც პრემიერმინისტრმა.

ადამიანი არ პასუხობდა კონკრეტულ კითხვებს, რომელიც მაინტერესებს არა როგორც ნიკა მელიას, არამედ კითხვები, რომელიც არის ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა მოქალაქის სატკივარი. ეკონომიკა, მძიმე სოციალური მდგომარეობა, ის, რომ კვირიკაშვილის მთავრობა სამოქალქო მშვიდობას ვერ უზრუნველყოფს და ყოველდღე მძიმე კრიმინალური ფაქტი ფიქსირდება. მან ამაზე უნდა მოიხადოს ბოდიში, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები