LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირიკაშვილმა ხმა “კიდევ უკეთეს თბილისს” მისცა (ფოტო, ვიდეო)

60

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. კვირიკაშვილი ხმის მისაცემად საკუთარ შვილთან და მეუღლესთან ერთად, მივიდა.

როგორც „ფორტუნას“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მან ხმა მისცა თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება.

„მე ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას, ეხალისება ცხოვრება სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია, იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ, სადაც განათლების სისტემა მოწესრიგებულია და სადაც არის მაღალი ეკონომიკურ დინამიკა, სადაც მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება. მე მივეცი ხმა კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული  ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მერობის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ნიკა მელიამ და “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ.

საარჩევნო უბანზე “ფორტუნა” სხვა კანდიდატების მისვლასაც ელოდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები