LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის განმავლობაში საქართველოში ცივი ამინდი იქნება

90

საქართველოში 3 ნოემბრის ჩათვლით ცივი ამინდი შენარჩუნდება.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსი, სვეტლანა ნიორაძე, აცხადებს, დღეს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე წამში 20–25 მეტრი იქნება, ხვალ კი ქარის სიჩქარე შესუსტდება და 17–22 მეტრი წამში იქნება.

დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ წვიმაა მოსალოდნელი. მთაში მოთოვს.

31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს დაბლობსა და ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 9–14 გრადუსი იქნება.

თბილისში დღეს 14 გრადუსი იქნება, 1–3 ნოემბერს კი – 13 გრადუსი. ყველაზე დაბალი ტემპერატურა თბილისში ღამით  3 ნოემბერსაა მოსალოდნელი და 3 გრადუსი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები