LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირკველია გათავისუფლდა: საქართველოს ნაკრების მცველი ლოკომოტივში ითამაშებს (ვიდეო)

83

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ლიდერი საბა კვირკველია კარგა ხანია უთამაშებლობამ დატანჯა. ამის გამო საბას „რუბინის“ დატოვება სურდა, თუმცა კლუბი არც უშვებდა და არც სათამაშო დროს აძლევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ვარიანტები იყო, ქართველს საშველი არ დაადგა. რუსეთის ჩემპიონატის განახლებამდე კი ეს ამბავიც მოგვარდა.

კვირკველია შორს არ წასულა და ისევ რუსეთში ითამაშებს: კარიერას მოსკოვის “ლოკომოტივში” გააგრძელებს.

ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდში “რუბინიდან” იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე გადავიდა.

კვირკველია “ლოკომოტივის” რიგებში 33-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

“ლოკომოტივი” ჩემთვის დიდი გამოწვევა და წინ გადადგმული ნაბიჯია. მთავარ მწვრთნელთან, იური სიომინთან საუბრის შემდეგ მივხვდი როგორ ვიმუშავებთ და რა როლის შესრულება დამევალება. მწვრთნელის ნდობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. უახლოეს მომავალში გუნდთან ერთად დავიწყებ ვარჯიშს და ვიმედოვნებ, რომ მალევე დავუახლოვდები ახალ პარტნიორებს”, – განაცხადა კვირკველიამ, რომელიც “რუბინში” ჩატარებული ბოლო ვარჯიშის შემდეგ თანაგუნდელებს და კლუბის თანამშრომლებს დაემშვიდობა.

25 წლის კვირკველია “რუბინში” 2011 წლიდან თამაშობდა და ყაზანელთა რიგებში 111 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები