LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირკველია რუსეთის თასის მფლობელია (ვიდეო)

102

რუსეთის თასის ფინალში მოსკოვის “ლოკომოტივმა” ეკატერინბურგის “ურალს” 2:0 მოუგო და ტიტულს დაეუფლა.

სოჭში გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველებიც მონაწილეობდნენ. “ურალის” რიგებში მთელი მატჩი ითამაშა ჯიმი ტაბიძემ (გიორგი ჭანტურია ტრავმის გამო ვერ თამაშობს), მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და ასევე შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 76-ე წუთზე დენისოვმა გახსნა, საბოლოო შედეგი კი 90-ე წუთზე მირანჩუკის გოლით დაფიქსირდა.

მატჩის ბოლო წუთზე მოედანზე ფეხბურთელებს შორის ჩხუბი მოხდა. ინციდენტში ქართველებს მონაწილეობა არ მიუღიათ, გუნდებს კი ორ-ორი ფეხბურთელი გაუძევეს.

“ლოკომოტივმა” ქვეყნის თასის მოგებით ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა (ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა).

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=34&v=WcdBwUMbStI

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები