LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირკველიამ საკუთარ გუნდს გაუტანა, ანანიძე სამწუთიანია და სხვები

36

რუსეთის პრემიერლიგის მეექვსე ტურის ცენტრალურ მატჩში მოქმედი ჩემპიონი “სპარტაკი” ცსკა-სთან დამარცხდა – 1:2. არადა, “სახალხო გუნდი” თითქმის მთელი თამაში წინ იყო და 83-ე წუთამდე იგებდა კიდეც, მაგრამ ორწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაუშვა. მასიმო კარერა კი, ჯანო ანანიძეს ისევ არ სწყალობს – იტალიელმა ქართველი შემტევი მოედანზე მხოლოდ მაშინ შეუშვა, როდესაც “სპარტაკი” ანგარიშში ჩამორჩა – 87-ე წუთზე…

 

საბა კვირკველიამ მოსკოვის „ლოკომოტივი“-„ტოსნოს“ მატჩის დროს გოლი საკუთარ კარში გაიტანა.
51-ე წუთზე „ტოსნოს“ შემტევმა, ევგენი ჩერნოვმა „ლოკომოტივის“ კარისკენ ძლიერად დაარტყა, ბურთი კვერკველიას თავში მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და მოსკოველთა კარის „ცხრიანში“ აღმოჩნდა – 0:1.
მოსკოვის „ლოკომოტივი“ შინ ანგარიშით 0:2 დამარცხდა „ტოსნოსთან“. რკინიგზელთა შემადგენლობაში საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა.
„ტოსნოს“ ძირითად შემადგენლობაში რუსეთის მოქალაქე გიორგი მელქაძე მოხვდა, რომელიც 84-ე წუთზე შეცვალეს.

 

ჯემალ ტაბიძის “უფა” მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა. თუმცა, წაგებაცაა და წაგებაც – 1:4 საკუთარ მოედანზე “როსტოვთან”. ქართველი მცველი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და არც შეუცვლიათ. “უფა” 9 ქულით მეშვიდეა.

 

“ანჟიმ” 1:3 წააგო მოსკოვის “დინამოსთან” და ბოლოსწინა საფეხურზეა. დამარცხებულთა შორის ბოლო 23 წუთი ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ.

 

პოლონეთის ექსტრაკლასას პლოცკის “ვისლამ” სტუმრად “სანდეცია” დაამარცხა – 1:0. პლოცკელთა ქართველი ლეგიონერი გიორგი მერებაშვილი 84 წუთი გაისარჯა და აქტიურიც იყო. “ვისლას” 5 მატჩში მოპოვებული 7 ქულით მეშვიდე პოზიცია უკავია.

პორტუგალიაში გიორგი მაკარიძის ახლანდელი და ყოფილი გუნდები უგოლოდ დაშორდნენ ერთამანეთს: “მორეირენსე” და “ფეირენსე”. მაკარიძე განაცხადში არ ყოფილა. გადაწყვეტილია, რომ გიორგი ამ ზაფხულს კლუბს შეიცვლის. “მორეირენსეც” თანახმაა, რომ ქართველი მეკარე გაყიდოს.

უზბეკეთის ჩემპიონატში შოთა არველაძის გაწვრთნილმა “ფახთაქორმა” შინ 6:0 მოუგო ფარგონას “ნეფთჩის” და მეოთხე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ 53-ე წუთამდე გოლი არ იყო გასული.
არველაძის გუნდი 11 ქულით ჩამორჩება ლიდერ ტაშკენტის “ლოკომოტივს”, რომელმაც სტუმრად 4:0 აჯობა “სოგდიანას”. “ლოკომოტივის” შემადგენლობაშია ექს-ფახთაქორელი კახა მახარაძე, რომლმაც შეუცვლელად ითამაშა.

სლოვაკეთში ვახტანგ ჭანტურიშვილის “ტრნავა” ლიდერობს (4 ტურის შემდეგ 12 ქულა), ამჯერად 2:0 მოიგო სტუმრად “რუჟომბეროკთან”. ჭანტურიშვილმა საგოლე პასი გააკეთა. ცხრილის შუაშია გიორგი ბერიძის “ტრენჩინი”, რომელმაც “პოდბრეზოვასთან” 1:1 დაასრულა მატჩი. ბერიძე შეუცვლელად გაისარჯა.

უნგრეთში ბაჩანა არაბულის “ბალმაზუივაროში” სტუმრად 1:3 დამარცხდა “ჰალადაშთან”. არაბულმა 80 წუთი ითამაშა. ბაჩანას გუნდს 5 ტურში 5 ქულა აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები