LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კვლავ გაიზრდება ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი, იქნება ბევრი ფსიქიკური აშლილობა”

98

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში, მარიხუანას წარმოებასთან დაკავშირებით შემუშავებული კანონპროექტის უკან გაწვევას აპროტესტებს.

როგორც ის ამბობს, ამ ნაბიჯით, ქვეყანაში გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება, ფსიქოტროპული ნივითიერებების შემოდინება და ნარკოტიკების ზედოზირების ფაქტები.

“რა მოხდა ამ გადაწყვეტულებით რაც დღეს მიიღეს

1. პირველი ნაბიჯი ნარკოპილიტიკის ლიბერალიზაციისკენ ჩაკლეს ჩანასახშივე.

2. გზა ფართო მიეცემა კვლავ ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარებას, ვინაიდან არ არის დასჯადი და კვლავ ისევე იყიდება შავ ბაზარზე და აფთიაქებში როგორც იყიდებოდა.

3. გაძლერდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოდინება, რობლებიც უკონტროლოა და ახალი ნივთიერების შემოდენა რომელიბიც ძაან საშიშია ადამიანისთვის და იწვევს უმძიმეს შედეგებს, ასევე შემოსვლა კარფენტანილის რომლის ზედოზირებამ წალეკა მსოფლიო !

4. ჩანასახშივე მოიკლა ქვეყანში სამედიცინო კანაფის გამოყენების იდეა, რომელიც დღეს არის ერთ – ერთი ყველაზე აქტუალური მსოფლიოში და უამრავ მძიმე ქრონიკულ დაავდებას შველის! და ასევე სამრეწველო კანაფის, რომელიც ასევე ძაან აქტუალურია და ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია ქვეეყნისთვის.

5. და ეს ყველაფერი არის გაუნათლებლობისა და უცოდინრობის ზეიმი !!! და პოლიტიკური ქულების დაწერის !!

6. და კვლავ გაიზრდება ნარკოტიკების მომხმარებლების რიცხვი… იქნება ბევრი ფსიქიკური აშლილობა და ბევრი ზედოზირება გაურკვევლი ნივთიერებებით!!

აბა ეხლა აპროტესტონ და მოითხოვონ დასჯა!!!”, – წერს ზურა სიხარულიძე.