LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლავ მსხვერპლი – ავტოავარიის შედეგად მცირეწლოვანი გარდაიცვალა

35

ქედაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი მცირეწლოვანი გარდაიცვალა, ხოლო 8 ადამიანი დაშავდა. 4 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები