LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლავ წვიმა და სეტყვა – თბილისში უამინდობა გრძელდება

139

თბილისში კვლავ ძლიერი წვიმაა, რამდენიმე უბანში – სეტყვაც. „ფორტუნას“ ნუცუბიძის პლატოს მცხოვრებლებმა განუცხადეს, რომ ქუჩებზე ნიაღვრებია, ძლიერ წვიმას კი სეტყვაც ერთვის.

სეტყვაა, ასევე, ჩუღურეთის რაიონშიც.

მთელი დღის განმავლობაში თბილისში უამინდობაა, დიდ დიღომში, გლდანსა და მუხიანში ძლიერი სეტყვა იყო. სტიქიამ დააზიანა ავტომანქანები, სეტყვისა და წვიმის ამსახველი ვიდეოები „ფეისბუქზე“ ვრცელდება.

 

სეტყვა გლდანში, რამდენიმე საათის წინ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები