LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევის მძიმე შედეგები სასკოლო განათლების მიმართულებით

69

სასკოლო განათლების კუთხით,  საქართველოს საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. კვლევაში, რომელიც მსოფლიოს 57 ქვეყანაში ჩატარდა, საქართველომ 30-ე ადგილი დაიკავა. ამასთან, საერთაშორისო და სახელმწიფო კვლევების მიხედვით დადგინდა,  რომ კერძო სკოლების მოსწავლეების განათლების დონე  საჯარო სკოლის მოსწავლებთან შედარებით უკეთესია. გამოკითხულმა  მოსწავლეებმა განსაკუთრებით დაბალი შედეგი იმ დავალებების შესრულებაში აჩვენეს, რომლებიც მსჯელობას, პრობლემის გადაჭრის უნარს მოითხოვს.

სწავლის თანაბარი შესაძლებლობის თვალსაზრისით კი, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სოფლად მცხოვრები მოსწავლეების მიღწევები არსებითად ჩამორჩება ქალაქში მცხოვრებ თანატოლების მიღწევებს.

პრობლემის გამოსავალს განათლების მინისტრი პედაგოგების მოტივაციის  გაუმჯობესებასა  და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში ხედავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები