LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევის თანახმად, რაც უფრო ხშირად ჩაეხუტებით ბავშვს, მით უფრო ჭკვიანი გაიზრდება

129

თუკი თქვენ  იმ მშობლების კატეგორიას განეკუთვნებით, რომლებიც შვილებს  ხშირად  ეხუტებიან, გირჩევთ  ასეთი ქმედება არ შეწყვიტოთ. როგორც აღმოჩნდა, ჩვილების მიმართ მეტი სითბოსა და ალერსის გამოვლინება, წლების შემდეგ მათ გონებრივ განვითარებაზე აისახება.

ახალი კვლევის თანახმად, რაც უფრო ხშირად ჩაეხუტებით ბავშვს, მისი ტვინი უფრო მეტად იზრდება და ვითარდება.

ოჰაიოში, ბავშვთა კლინიკის პროფესორებმა , 125 ნაადრევად დაბადებული პატარას განვითარების დონე შეისწავლეს. შედეგმა აჩვენა, რომ სიყვარულის გამოხატვამ, ჩახუტებამ და მოფერებამ პატარებზე  დადებითად იმოქმედა და გონებრივად  სწრაფად განვითარდნენ. მკვლევარი და ექიმი, ნატალი მაიტრე აღნიშნავს, რომ “ნაზი შეხება კანიდან კანზე, ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეუძლია მშობლებმა ჩვილისთვის გააკეთოს“.

ერთი შეხედვით ისეთი მარტივი რამ, როგორიც სხეულზე შეხება, ჩახუტება და სითბოს გამოხატვაა, საბოლოოდ, ძალიად დიდ შედეგს იძლევა პატარას ტვინის განვითარების თვალსაზრისით.

ასე რომ, გამოიყენეთ ოჯახური ბედნიერების მარტივი და აუცილებელი რეცეპტი, ჩაეხუტეთ და მოეფერეთ შვილებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები