LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვოტირება, ეს მახინჯი მექანიზმია – ოთარ კახიძე

122

“ევროპული საქართველო“ საარჩევნო სისტემაში სავალდებულო გენდერული კვოტირების ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. ოთარ კახიძის თქმით, წარმოდგენილ კანონპროექტი ქალების სტიგმატიზაციას გამოიწვევს, რადგან ისინი პოლიტიკაში მოხვდებიან, არა პოლიტიკური შესაძლებლობების, არამედ იმის გამო, რომ ისინი არიან ქალები.

„ევროპული საქართველო“ ცალსახად უჭერს მხარს ქალთა უფლებების დაცვას, ყველა იმ ზომას, რომელიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის, მაგრამ, რაც შეეხება კვოტირებას, ეს არის მახინჯი მექანიზმი, რომელიც იწვევს ქალთა სტიგმატიზაციას, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს, ამიტომ ჩვენ მას მხარს ვერ დავუჭერთ. რაც შეეხება წარმოდგენილ კანონპროექტს, ეს კანონპროექტი ყველაფერს აცდენილია. ქალთა კვოტირებას არ ეხება, ვინაიდან საერთოდ არ ვრცელდება მაჟორიტარ კანდიდატებზე. პროპორციულ სიაში თუ მაჟორიტარი კანდიდატები იქნებიან წარმოდგენილი, აბსოლუტურად აზრს კარგავს. რაც შეეხება ქალთა უფლებრივ მდგომარეობას, „ევროპულ საქართველოს“ მომზადებული აქვს პაკეტი, რომელიც კონკრეტულ მექანიზმებს შეიცავს, რომლითაც უნდა დავცვათ ქალები, რომლებიც იმყოფებიან ძალადობრივი წნეხის ქვეშ. არ შეიძლება ქალების დამცირება, რომ ისინი პოლიტიკაში მოხვდნენ, არა პოლიტიკური შესაძლებლობების, არა ინტელექტის გამო, არამედ, იმის გამო, რომ ისინი არიან ქალები. ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს ქალთა დასამცირებლად პოლიტიკურ ჭრილში“, –განაცხადა ოთარ კახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები