LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო ჭანტურია სტრასბურგში მოსამართლეობისათვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს

187

ლადო ჭანტურია ევროპული კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს – იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის დასკვნაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო.

შესაბამისად, თეა წულუკიანის თქმით, ლადო ჭანტურია კონკურსს წარმატებით აგრძელებს. წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება კი შემოდგომაზე უნდა შედგეს.

ექსპერტ მრჩეველთა დასკვნით, კომპეტენციის კარგი მაჩვენებლები აქვთ დანარჩენ ორ კანდიდატს – სოფიო ჯაფარიძესა და შოთა გეწაძეს.

“თუმცა, იმ ახალი წესებისა და რთული მექანიზმის გათვალისწინებით, რომელიც სტრასბურგის ორგანოებმა მოსამართლეობის კანდიდატებს 2009 წლიდან დაუწესეს, ექსპერტთა ჯგუფი ამბობს, რომ „ფასდება არა მხოლოდ ის, თუ რამდენად კარგი განათლება აქვს კანდიდატს ადამიანის უფლებათა სამართალში ან გამოცდილება – როგორც მოსამართლეს, არამედ მოცემული პროფესიული გამოცდილების ხანგრძლივობა, რაც გარკვეულწილად დამოკიდებული ასაკზეც, ამ გამოცდილების სიღრმე და მასშტაბი“.

შესაბამისად, დასკვნაში პირდაპირ არის ხაზი გასმული შოთა გეწაძის „ახალგაზრდა ასაკსა“ (35 წლის) და აქედან გამომდინარე შედარებით ხანმოკლე სამოსამართლო კარიერაზე (6,5 წელი), ხოლო სოფიო ჯაფარიძესთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მიუხედავად მისი კარგი ცოდნისა ადამიანის უფლებების სფეროში, მიუხედავად მისი „ღირებული პროფესიული გამოცდილებისა“, ამ ეტაპზე მისი პროფესიული გამოცდილების მასშტაბი საკმარისად მაღალი და საკმარისი ხანგრძლივობის არ არის,” – განაცხადა წულუკიანმა.

ვინაიდან კანდიდატთა სია 3 პირისგან უნდა შედგებოდეს, მოცემული ორი კანდიდატის ნაცვლად ახალი კანდიდატების შესარჩევად დღეს ქვეყნის შიგნით კონკურსი გამოცხადდება, ხოლო ლადო ჭანტურია სტრასბურგის ორგანოების წინაშე წარმატებულად შეფასებულ კონკურსანტად დარჩება.

ქვეყნის შიგნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საბუთების შეტანისთვის მსურველებს ვადა 25 აგვისტომდე ექნებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები