LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო პაპავა გადადგომას არ აპირებს

128

ლადო პაპავა გადადგომას არ აპირებს – ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მის მხარდასაჭერად თსუ-ს პროფესორების ნაწილმა გამართა.

პაპავა მიიჩნევს, რომ რექტორის გადადგომა „უნივერსიტეტს დაანგრევს“.

ამ წუთებში თსუ-ში კვლავ ხმაურია, ადმინისტრაციულ კორპუსში შეკრებილები არიან როგორც თვითმმართველების წევრები, ასევე მათთან დაპირისპირებული სტუდენტების ჯგუფი. თვითმმართველობის წევრები მოითხოვენ, დატოვოს ლადო პაპავამ რექტორის თანამდებობა, სტუდენტების მეორე ნაწილი კი რექტორს ამხნევებენ და მოუწოდებენ, არ შეშინდეს და პოსტზე დარჩეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები