LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლამაზი ადამიანები იშვიათად ავადმყოფობენ და დიდხანს ცოცხლობენ

126

ამერიკელი მეცნიერების დასკვნით, ადამიანებს მიმზიდველი გარეგნობით თითქმის იდეალური ჯანმრთელობა აქვთ და სხვებზე დიდხანს ცოცხლობენ. ექსპერტების განცხადებით, სიმპათიური ადამიანებით იშვიათად ავადდებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, შაქრის დიაბეტით, ასთმითა და დეპრესიით.

ცინცინატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მასშტაბულრი კვლევა ჩააატრეს 15 000 ადამიანის მონაწილეობით. ექსპერიმენტში 24-დან 35 წლამდე მოხალისე მონაწილეობდა, რომელთა ჯანმრთელობის ისტორიის დეტალური შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სასიამოვნო გარეგნობის ადამიანები უფრო ჯანმრთელები და ბედნიერები არიან.

მეცნიერებმა მსგავსი კანონზომიერება საკმაოდ მატივად ახსნეს: ლამაზებს კარგი გენეტიკა აქვთ და მათთვის აბსოლუტურად უცხოა ჭარბი წონის პროობლემები, სიმსუქნე კი, როგორც ცნობილია ყველაზე დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს და ხელს უწყობს სხვადსხვა დაავადების განვითარებას. გარდა ამისა, ლამაზი ადამიანები იშვიათად იტანჯებიან დეპრესიით და იმ ფსიქოლოგიური დაავადებებით, რომლებიც კომპლექსების და დაბალი თვითშეფასების მიზეზი ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები