LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლამაზი და გულიანი პერფომანსი: ფიორენტინას პირველი მატჩი ასტორის შემდეგ (ვიდეო-ფოტო)

51

„ფიორენტინამ“ ფლორენციაში პირველი მატჩი ითამაშა კაპიტნის დავიდე ასტორის გარდაცვალების შემდეგ. ფლორენციაში „ბენევენტო“ ჩავიდა. ასტორის საპატივსაცემოდ პერფომანსი მსაჯის სასტვენამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

25 წუთზე საოცარი რამ მოხდა: „ფიორენტინამ“ პირველი გოლი გაიტანა ასტორის გარდაცვალების შემდეგ. ეს ვიტორ უგომ გააკეთა, ცენტრალურმა მცველმა, რომელიც სწორედ ასტორის ცვლიდა. მან გოლის აღნიშვნისას პატივი მიაგო დავიდეს ფოტოსურათიან მაისურს. უგო 31 ნომერია, ასტორი 13 იყო.

 

 

შეხვედრა მე-13 წუთზე შეჩერდა და კაპიტნის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ტრიბუნებზე პერფომანსი მოაწყვეს წარწერით „დავიდე 13“. მოგეხსენებათ, ასტორი სწორედ მე-13 ნომრით თამაშობდა.

ორივე გუნდი მოედანზე სპეციალური მაისურებით გამოვიდნენ.

დავიდე ასტორი 4 მარტს გარდაიცვალა. ის 31 წლის იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები