LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლამაზი და სანახაობრივი ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

352

გთავაზობთ ფილმების ნაკრებს, რომელთაც წარუშლელი კვალი დატოვეს არა მხოლოდ მსოფლიო კინოს ისტორიაში, არამედ მაყურებლის მეხსიერებაშიც. წარმოდგენილი ფილმები იმდენად პროვოკაციული და წინააღმდეგობრივია, რამდენადაც ლამაზი და სანახაობრივი, რადგან ყველა ნამუშევარი დიდი ოსტატობითა და დახვეწილი გემოვნებითაა შექმნილი.

„დიდი გეთსბი“ – გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო – 20-იანი წლების ეპოქაზე გადაღებული ფილმი, განსაკუთრებით ჯაზის და ესთეტიკური კინოს მოყვარულებს მოეწონებათ.

„მულენ რუჟი“ – საბედისწერო სიყვარულის ისტორია მდიდრული ინტერიერისა და ბრწყინვალე მუსიკის ფონზე პირველ რიგში მათთვისაა, ვისაც დრამატული ისტორიები ნამდვილი პარიზული სილამაზე, ფუფუნება და თავისუფლება ხიბლავს.

„ბენჯამინ ბატონის იდუმალებით მოცული ისტორია“ – 80 წლის ასაკში დაბადებული უნიკალური ადამიანის ისტორია, რომელსაც წლებთან ერთად მხოლოდ აკლდება ასაკი, ყველა კინომანის ოქროს კოლექციაში უნდა იყოს, რადგან დამაფიქრებელი ფილმი ნებისმიერი ასაკის ადამიანს ჩააფიქრებს ცხოვრებასა და მარადიულ ფასეულობებზე.

„ბატონი არავინ“ – ხანდაზმული მამაკაცის ისტორია, რომელმაც სიბერე დაამარცხა და საკუთარ საოცარ ბიოგრაფიას ჟურნალისტს უყვება, აუცილებლად მოეწონებათ ფილოსოფიური ფილმების თაყვანისმცემლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები