LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლამის პირველი: გერმანიაში საუკეთესოები ახლა დაასახელეს

65

მიუნხენის „ბაიერნის“ ლეგენდა ფილიპ ლამი გერმანიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

მცველმა სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვაში 242 ქულა დააგროვა. 50-ქულიანი ჩამორჩენით მეორე ადგილზე გავიდა მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი – 192 ქულა, მესამეზე – „დორტმუნდის“ ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი – 120 ქულა.

ლამი, რომელმაც 2016-2017 წლების სეზონის შემდეგ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა, პირველად გახდა წლის საუკეთესო მოთამაშე.

პრიზის მფლობელს გერმანიაში სპორტული ჟურნალისტები ავლენენ და ლაურეატი შეიძლება იყოს გერმანელი ან ნებისმიერი ეროვნების ფეხბურთელი, რომელიც ბუნდესლიგაში თამაშობს.

ასევე, გამოვლინდა წლის საუკეთესო მწვრთნელი. ის„ჰოფენჰაიმის“ 30 წლის დამრიგებელი იულიან ნაგელსმანია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები