LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლანცეტის” დირექტორი პოლიტპატიმარია და მისი საქმე მუხთარლის საქმესთანაა გადაჯაჭვული – ადვოკატები

109

კლინიკა “ლანცეტის” დირექტორის ადვოკატები ფარმან ჯეირანლის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ და მის დაკავებას  ბაქოში ჯეირანლის წინააღმდეგ მიმდინარე დევნას უკავშირებენ.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ქართველი სამართალდამცველები, ისევე როგორც აფგან მუხთარლის შემთხვევაში, აქაც აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებით მოქმედებენ.

„ჩვენ სამართლებრივად, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ ფარმან ჯეირანლის გამართლებას, თუმცა, ის, რომ დღეს ის პოლიტიკური პატიმარია და პოლიტიკური მოტივებით არის დაპატიმრებული და მისი საქმე გადაჯაჭვულია აფგან მუხთარლის საქმესთან, ამას თვითონ აზერბაიჯანული პრესა წერს და ჩვენ დავრწმუნდით იმაში, რომ ეს არის ოპოზიციის დევნა,“ – განაცხადა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.

ადვოკატი, გია ტაბლიაშვილი აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზე შეიძლებოდა საჯარიმო სანქციების გამოყენება, თუმცა, არცერთი საჯარიმო სანქცია არ გამოიყენეს და დააპატიმრეს.

„პროკურორის მიერ მოყვანილმა ექსპერტებმა, 9 ექსპერტი იქნა წარმოდგენილი სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ და 9-ვე ექსპერტი ადასტურებდა, რომ შეუძლებელია, ფარმან ჯეირანლის რომელიმე ამ ადამიანის გარდაცვალებაში თუნდაც, იოტისოდენა წვლილი მიუძღოდეს,“ – განაცხადა ტაბლიაშვილმა.

ლანცეტის დირექტორს, ფარმან ჯეირანლის საქართველოს პროკურატურა თაღლითობას და პაციენტების მოტყუებას ედავებოდა. მის წინააღმდეგ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 8 თებერვალს გამოიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები