LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი საკუთარ ანტირეკორდებს ხსნის

36

ლარი დოლართან ანტირეკორდების მოხსნას აგრძელებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 2.6154 ლარი იქნება.

ეროვნული ვალუტის კურსი დაეცა ევროსთან მიმართებითაც. ხვალიდან ერთ ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7713–ია.

ვალუტის კურსი უკვე შეიცვალა კომერციულ ბანკებში.

თიბისი ბანკში დოლარის გაყიდვა 2.60 ლარად შეგიძლიათ, ხოლო ყიდვა 2.65–ად. ევროს გაყიდვის კურსი 2.74–ია, ხოლო მის ყიდვას 2.83 ლარად შეძლებთ.

აშშ დოლარს საქართველოს ბანკში 2.58 ლარად გაყიდით და 2.68–ად იყიდით. რაც შეეხება ევროს, გაყიდვისას კურსი 2.71; ხოლო ყიდვისას 2.87–ია.

ლიბერთი ბანკი დოლარს 2.58 ლარად ყიდულობს და 2.66 ლარად ყიდის. ევროს მიყიდვას ბანკისთვის 2.7–ად შეძლებთ, ხოლო ყიდვას 2.85 ლარად.

პოპულალურები