LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის კურსი: “ბესპრედელი” სავალუტო ბაზარზე

105

ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი, ბოლო დღეები სავალუტო ბაზარზე მკვეთრ ცვლილებებს “ბესპრედელს”  უწოდებს.

მისი თქმით, ლარის ასეთი მკვეთრი ვარდნა იმის დასტურია რომ ” ლარის კურსი მცურავი კი არ არის, არამედ, ხან – მყვინთავი და ხან – მფრინავი.

“ლარის კურის თავისუფალი კი არ არის, არამედ – უპატრონო.

დილით ხალხმა დანაზოგებს გაუკეთა კონვერტაცია ლარის შემდგომი გამყარების მოლოდინში, რომლის თავიდან ასაცილებლად ჯერ კიდევ გუშინ, ეროვნულმა ბანკმა არაფერი გააკეთა.

დღის განმავლობაში ბლუმბერგით ბანკთშორისი გარიგებების შედეგად ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური კურსი დააფიქსირა 2.42. საღამოს უკვე სავალუტო ტაბლოებზე 2.50–2.55 ციმციმებს”, – წერს ასლანიშვილი სოციალურ ქსელში.

ექსპერტი ეროვნული ბანკისგან მოითხოვს, ბოლო დღეებში, ბანკთაშორისი გარიგებების სრული და დეტალური სია გამოაქვეყნოს. ასლანიშვილი ეროვნული ბანკის კომისიის წევრების კომპეტენციას ეჭქვეშ აყენებს.

“შარშან კომისიაში კანდიდატებისთვის ქულები ბიოგრაფიული მანაცემების მიხედვით კი არ უნდა დაგვეწერა, არამედ ბაკალავრიატის 3–4 კურსების მსგავსი გამოცდა უნდა ჩაგვეტარებია და იმის მიხედვით უნდა შეგვეფასებია კანდიდატები, თუ როგორ გაართმევდნენ დღევანდელი მოვლენების მსგავს ქეისებს თავს.

გაცვლითი კურსის თავისუფალი რეჟიმი არის უტოპია საბანკო ოლიგოპოლიის პირობებში, რომლის პირობებშიც ეროვნული ბანკის ერთადერთი ამოცანა კურსის მართვა და არა უპატრონოდ მიშვება უნდა ყოფილიყო”, – წერს ასლანშვილი.