LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის კურსმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

63

ლარის კურსმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ლარის კურსის ვარდის შეჩერება ვერ შეძლო.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სავალუტო აუქციონზე საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4705 შეადგინა.

ლარი დოლართან  მიმართებაში 0.0249 პუნქტით გაუფასურდა და 2, 4694 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 0.0131 პუნქტით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულება 2, 6766 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები