LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის შელოცვა, რომელიც „ფეისბუქზე“ გავრცელდა – „ლარო, ჩადექ საფულესა…“

53

„ფეისბუქ“-მომხმარებელი შორენა მარსაგიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ლექსს, რომელიც ლარის გაქცეულ კურსს „დააწია“. სოცქსელში ხუმრობით აღნიშნავენ, რომ ეს არის ერთგვარი შელოცვა ლარისადმი.

ლექსი კი შემდეგნაირია:

„ძალა მზის და მთვარისა

შელოცვა ვთქვათ ლარისა.

ლარო,  ჩადექ საფულესა,

ხბოს შეგწირავთ საფურესა.

გაიმყარე თავად კურსი,

ლახვარს ნუღარ ჩაგვცემ გულში.

ლარო გამყარდი, გამყარდი,

რას მისდევ მწვანე დოლარსა.

გაჩერდი, გიჟად არ იქცე +

დაგიწყებთ ქვების სროლასა.

ძალა მზისა და მთვარისა,

სიმყარე ვთქვათ ლაროსა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები