LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარით ფასდადების დარღვევის 246 შემთხვევა დაფიქსირდა

32

1 ივლისიდან დღემდე ლარით ფასდადების დარღვევის 246 შემთხვევა დაფიქსირდა. 208 შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომად გამოყენებულია ადმინისტრაციული სახდელი გაფრთხილების სახით; 36 შემთხვევაში – ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით; 2 შემთხვევაში გამოყენებულია განმეორებითი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართალდარღვევები, ძირითადად, გამოვლენილია ტურისტული და სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების მიმართ, საქმიანობის იმ ნაწილში, რომელზეც არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის N93/04 ბრძანებით დადგენილი გამონაკლისები.

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასის ლარით დადების წესის დარღვევაზე, ადმინისტრირებას ფინანსთა სამინისტროს შემოსვლების სამსახური ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები