LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლას ვეგასში სროლის შედეგად დაღუპლთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა

46

ლას ვეგასში სროლის შედეგად დაღუპლთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 527 ადამიანი.

მომხდარის გამო, აშშ-ში 5-დღიანი გლოვა გამოცხადდა. ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი თავდასხმიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად “ემფაიერ სთეით ბილდინგსა” და პარიზში, ეიფელის კოშკზე განათებები ჩააქრეს

65 წლის სტივენ პადიკმა ცეცხლი ქანთრის მუსიკის კონცერტზე დამსწრეებს სასტუმროს 32-ე სართულიდან გაუხსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელის სასტუმროს ნომერსა და საცხოვრებელ სახლში სულ 42 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.

ამ დრომდე უცნობია თავდასხმის მოტივი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები