LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა კურტანიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა – ის, სავარაუდოდ, პრეზიდენტმა შეიწყალა

107

მსახიობი ლაშა კურტანიძე, სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტროში არ ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ, “როდესაც პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, პატიმარს იწყალებს, აღნიშნულ პატიმარზე პირადი ინფორმაციის გაჟღერების უფლება უწყებას არა აქვს”.

პრეზიდენტმა გუშინ  226 პატიმარი შეიწყალა. აქედან  141-მა პირმა საპატიმრო გუშინვე დატოვა. სავრაუდოდ, მათ შორის არის ლაშა კურტანიძეც. გუშინ საღამოს მისი მეგობრები გათავისუფლებას სოციალურ ქსელებში ულოცავდნენ.

https://www.facebook.com/tako.dolaberidze/posts/1677190948966971

შეგახსენებთ, რომ მსახიობი ლაშა კურტანიძე, ტელეწამყვან ლევან როსტოშვილთან ერთად, 2016 წლის 5 მაისს დააკავეს. აღნიშნულ პირებს  42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები