LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა მახარაძის დედა – რა თქმა უნდა უვადო პატიმრობა უფრო შეეფერებოდა გიორგი ოქროპირიძის პიროვნებას

39

მოკლული ლაშა მახრაძის დედის, ნინო დიდებულიძის განცხადებით, გიორგი ოქროპირიძის პიროვნებას უვადო პატიმრობა უფრო შეეფერებოდა. ამის შესახებ მოკლული ლაშა მახრაძის დედამ , ნინო დიდებულიძემ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

“რა თქმა უნდა უვადო პატიმრობა უფრო შეეფერებოდა გიორგი ოქროპირიძის პიროვნებას, მაგრამ მოსამართლემ რატომღაც ასე გადაწყვიტა. 20 წელი მაგისთვის უვადოს ნიშნავს იგივეს. მაინც მე განცდა მქონდა, რომ უვადოს მისცემდა მოსამართლე, მეტი ეკუთვნოდა. მეტი სასჯელის ღირსი იყო, როცა საქმე გვაქვს სერიულ მკვლელთან. 20 წლის მერეც რომ გამოვიდეს იგივე უნდა გააკეთოს და რა პრინციპით არ მისცა მოსამართლემ უვადო პატიმრობა, მე არ ვიცი”, – აღნიშნა დიდებულიძემ. გიორგი ოქროპირიძეს ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები