LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ტალახაძე: „ჩემ გვერდით რომ იქნება გოგო, თავისთავად ქალიშვილი უნდა იყოს…“

172

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე შეყვარებულია. ყველაზე ძლიერი ქართველი მამაკაცი, ძალოსანი, რომელმაც ახალხან ატაცში 220 კილოგრამის აწევა შეძლო და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა, როგორც თავად ამბობს, სიყვარულის ამბებში მე-18 საუკუნეშია ჩარჩენილი. ის თავის პირად ცხოვრებაზე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.

მას ჰყავს საყვარელი ქალი, რომელზე დაქორწინებასაც აპირებს, მაგრამ როდის, წყვილს ჯერ არ გადაუწყვეტია.

„სერიოზული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ქორწილი როდის იქნება. ამაზე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვიფიქრებთ. ის ძალიან დადებითად ეკიდება ჩემს საქმიანობას. სამწუხაროდ, იშვითად ვახერხებ მის ნახვას, მაგრამ კარგად ესმის ამის მიზეზები და ყველანაირად ცდილობს, ხელი შემიწყოს.

ცოტას არ ეჭვიანობს, ამდენი გულშემატკივრიდან ნახევარი რომ გოგოა?

ადამიანი თუ გიყვარს, იმაზე ეჭვიანობ კიდეც და რა თქმა უნდა, არის ეგეთი მომენტებიც. თუმცა ეჭვიანობაში იმას არ ვგულისხმობ, რომ ვფიქრობ, ჩემი შეყვარებული სხვას დაელაპარაკება. უფრო იმას ვფიქრობ, ვინმემ არაფერი უთხრას და მე არ დამიმალოს. გოგოა და შეიძლება, იმიტომ დაგიმალოს, რომ ამას ჩხუბი არ მოჰყვეს. შეგნების ამბავია, ერთი მხრივ, კარგად აზროვნებს, მაგრამ მე მირჩევნია, ვიცოდე, ამიტომ სულ ვეკითხები ხოლმე (იცინის).

და თუ სხვა ბიჭმა რამე უთხრა, მერე რა ხდება?

არაფერი არ ხდება (იცინის).

ეჭვიც არ მეპარება, რომ არაფერი. როგორია ის გოგონა?

ისეთი, როგორიც მომწონს და მიყვარს. ვფიქრობ, ვიზუალით უნდა გამოირჩეოდეს გოგონა, მაგრამ ბევრჯერ მქონია შემთხვევა, ძალიან ლამაზი გოგო არ მომწონებია სხვა რამის გამო. გარეგნულად შეიძლება, ვარსკვლავებს ვერ წყვეტდეს, მაგრამ წესიერი უნდა იყოს, ამ საკითხში მეთვრამეტე საუკუნეში ვარ ჩარჩენილი (იცინის). ზოგი უკვე გასცდა 21-ე საუკუნეს, მაგრამ მე ვერ განვვითარდი. სირცხვილად არ მიმაჩნია, კაცმა რომ საჭმელი გააკეთოს ან სახლი დაალაგოს. თუ შეუძლია, რატომაც არა?! ცოლმა რომ დამიწყოს, ამას მე ვერ გავაკეთებო, არ გამიხარდება, მაგრამ თუ მინდა, მეუღლეს ვასიამოვნო, რატომ არ უნდა გავაკეთო რაღაც სახლში. მაგრამ ცოლი რომ დაგავალდებულებს, გააკეთეო, ეს სხვა ამბავია (იცინის).

რატომ ამბობ, რომ მეთვრამეტე საუკუნეში ხარ ჩარჩენილი?

ცოლს არ ვეტყვი, კოჭებამდე კაბით იარე-მეთქი, მაგრამ იმის მიღმა კიდევ ბევრი რამეა. გოგოებმა რომ იციან ლაპარაკი, რა მნიშვნელობა აქვს, ქალიშვილი ვიქნები თუ არაქალიშვილიო, ჩემთვის ეგრე არ არის. ჩემ გვერდით რომ იქნება გოგო, თავისთავად ქალიშვილი უნდა იყოს. აჰა, გითხარით (იცინის). ზოგს არ აქვს ამაზე პრობლემა, თუმცა მე ასე მიმაჩნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები