LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ტალახაძეს ბინა აჩუქეს: ჩემპიონი საბურთალოზე გადადის

139

ქართველ ძალოსანს, ოლიმპიურ ჩემპიონს და მსოფლიო რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს “არქი ჯგუფმა“ ბინა გადასცა. ოთხოთახიანი ბინა საბურთალოზე მდებარეობს, მინდელისა და პოლიტკოვსკაიას ქუჩის კვეთაზე.

„მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა, მსოფლიო ჩემპიონისა და რეკორდსმენისათვის საახალწლო საჩუქარი გაგვეკეთებინა და ბინა გადაგვეცა. ლაშა ტალახაძემ საქართველო არაერთხელ ასახელა და ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიოს გააცნო“, – აცხადებენ „არქი ჯგუფში“.

„დიდი მადლობა „არქი ჯგუფს“. ძალიან მიხარია, რომ დღეიდან მეც შემოვუერთდი „არქი ჯგუფის“ მაცხოვრებლებს და მეც გავხდი „არქელი“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

2017 წელი განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა ქართველი სპორტსმენისთვის. მან არა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არამედ მსოფლიო რეკორდი დაამყარა ძალოსნობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები