LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა თორდია: “დაახლოებით 1 წუთი გრძელდებოდა ჩხუბი და 12 რაუნდი ნამდვილად არ მიჩხუბია”

50

დაახლოებით 1 წუთი გრძელდებოდა ჩხუბი და 12 რაუნდი ნამდვილად არ მიჩხუბია, – ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ  განაცხადა. იგი ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირების საქმეზე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.
” 12 რაუნდი ნამდვილად არ მიჩხუბია, თუმცა 10 წამში შემიძლია მის ადვოკატსაც და მასაც დავმართო უარესი, რაც დამმართეს მე. ამიტომ ასეთ უაზრობებზე საუბარი, რომ თურმე შეხვედრა წამიერი იყო, მერე საპირფარეშოში თავი ვურტყი კედელს და მე თვითონ მივიღე დაზიანებები, ეს არის აბსურდის თეატრი, რომელსაც თავისი ადვოკატების მეშვეობით ალაგებს ამ ფორმით. სპეციალურად დაწყებულია გამოძიება იმ მუხლით, რომ არ მოხდეს კამერების ამოღება, რათა ერთ ერთი მტკიცებულება წაიშალოს”, – განაცხადა თორდიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები