LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა თორდიამ დაკითხვაზე უარი განაცხადა

29

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა, ლაშა თორდიამ დაკითხვაზე უარი განაცხადა. თორდიამ დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადო.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ლაშა თორდიას საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ მივიდნენ, თუმცა მალევე დატოვეს. მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის რამდენიმე დღის წინ დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თორდია კლინიკიდან დღეს გაწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები