LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა თორდიას, სავარაუდოდ, დავით ნარმანია შეცვლის

30

დავით ნარმანიას კანდიდატურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განიხილება, თბილისის მერმა ინფორმაცია თავად დაადასტურა. 

„განიხილება რამდენიმე ვერსია, მათ შორის განიხილება ეს ვერსიაც“, – განაცხადა ნარმანიამ.

ამასთან, მერმა აღნიშნა, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს თბილისის მერობის კანდიდატსა და ზოგადად, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხის შესახებაც.

„კონსულტაციები მიმდინარეობს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის არის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი და როგორც კი დასრულდება, აუცილებლად გაიგებთ ამის შესახებ“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები