LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა თორდიას თავს დაესხნენ

48

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას წუხელ თავს დაესხნენ.  სახელმწიფო აუდიტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მომხდარს ლაშა თორდია სამსახურებრივ მოვალეობას უკავშირებს.
„ლაშა თორდიას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თავის დაცვასთან ერთად“, – აცხადებენ პრესსამსახურში.
ამ დროის მონაცემებით, ლაშა თორდია კლინიკაში იმყოფება. თორდია მომხდარში ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს. იგი ამბობს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს კაფე ”ელ ცენტროში” შეხვდა, რა დროსაც ფარცხალაძე მის მიმართ აგრესიული იყო.

გენერალური აუდიტორის ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორის აგრესიამ ერთ-ერთმა საქმემ გამოიწვია, რომელშიც ოთარ ფარცხალაზე ფიგურირებს.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები